Mobile Parts

წესები და დაბრუნების პოლიტიკა

 

კონფიდენციალურობის პირობები 

 

Ჩვენს ვებსაიტზე ვიზიტისას – mobileparts.ge აუცილებელია გაეცნოთ ჩვენს წინასწარ განსაზღვრულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომელშიც შესაძლებელია განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები, შესაბამისად რეკომენდირებულია, რომ პერიოდულად გადაამოწმოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

 

მომხმარებელი, რომელიც MobileHub-ს საკუთარი სურვილით მიაწოდებს პერსონალური ხასიათის ინფორმაციას, ის ავტომატურად გვანიჭებს უფლებამოსილებას გამოიყენოთ მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შენახვისა და დამუშავების მიზნით.

 

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს MobileHub-ის მომხმარებელთა პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების წესს, მიზნებს, გამოყენებისა და შენახვის პირობებს. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, MobileHub-ის მიზანია მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვა.

 

წინამდებარე დოკუმენტი (კონფიდენციალურობის პოლიტიკა) წარმოადგენს MobileHub-ის ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს, რომელიც არის ორმხრივი მავალდებულებელი დოკუმენტი.

მონაცემთა დამუშავების საფუძვლები

 

MobileHub მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს მაშინ, როდესაც:

 

  •  არსებობს მომხმარებლის თანხმობა.
  •  მონაცემთა დამუშავება საჭიროა MobileHub-ის მიერ, მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად. 
  •  მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებლისათვის მომსახურების გასაწევად.

მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი

  •  MobileHub-ის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;
  •  MobileHub-ის კანონისმიერი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება;
  •  მომხმარებლის მიერ წაყენებული პრეტენზიების აღმოფხვრა;
  •  მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე გამოვლენილი აქტივობების მონიტორინგი;
  •  MobileHub-ზე განახლებული მონაცემების მომხმარებლებისათვის შეტყობინება;
  •  მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
  •  მომხმარებლის მიერ უკუკავშირის დამყარება;
  •  ვებგვერდზე ახალი პროდუქტებისა და სიახლეების დანერგვა;
  •  მომხმარებლების იმ ჯგუფთა განსაზღვრა, რომელთათვის უნდა განხორციელდეს სიახლეების შეთავაზება;
  •  მარკეტინგული და სხვა სახის აქტივობების განხორციელება;
  •  მომხმარებლის მიერ განხორციელებული შესყიდვების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;
  •  მომხმარებლის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე უფლებამოსილი მესამე პირისგან ინფორმაციის მიღება;

მომხმარებლის უფლებამოსილება

მომხმარებელს უფლება აქვს MobileHub-ს მოსთხოვოს მონაცემთა დამუშავების შესახებ შემდეგი ინფორმაცია:

  •  მომხმარებლის შესახებ რომელი მონაცემები მუშავდება MobileHub-ის მიერ;
  •  მონაცემთა დამუშავების მიზანი
  •  მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
  • რა გზით შეგროვდა მონაცემები;
  • ვისზე გაიცა მომხმარებლის შესახებ მონაცემები, მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი;

მომხმარებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში MobileHub ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით.

მომხმარებელი უფლებამოსილია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ან სასამართლოს.

მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი მის მიერ MobileHub-ისათვის მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებული მონაცემების განადგურება.

 

მონაცემების მიღება

MobileHub ინფორმაციას იღებს შემდეგი წყაროებიდან:

 

  •  როდესაც მომხმარებელი ავსებს ვებგვერდის სარეგისტრაციო ფორმას
  •  როდესაც კომუნიკაცია ხდება ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით
  •  როდესაც მომხმარებელი იყენებს MobileHub-ის ვებგვერდს და ჩატს

რა სახის მონაცემები მუშავდება

MobileHub-ის ვებგვერდზე რეგისტრაციისას მომხმარებელი უთითებს შემდეგ ინფორმაციას:

  •  მობილურის ნომერი
  •  ელექტრონული ფოსტა
  •  მისამართი
  •  სახელი და გვარი
  •  ონლაინ მაღაზიაში ავტორიზაციისთვის პაროლი

რეგისტრაციისთვის აუცილებელია აღნიშნული ინფორმაციის მითითება, რომლის გარეშე მომხმარებელი ვერ განახორციელებს ვებგვერდზე რეგისტრაციას.

პროდუქციის შერჩევის შემდგომ მომხმარებელი ანგარიშსწორების მიზნით გადამისამართდება ბანკის ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს მისი ბარათის მონაცემებს და ადასტურებს გადარიცხვას. MobileHub-ს არ აქვს წვდომა მომხმარებლის საბანკო ბარათის მონაცემებზე. MobileHub იღებს ინფორმაციას მომხმარებლის მიერ ანგარიშსწორების შესახებ.

 

კონფიდენციალური მონაცემების შენახვის ვადა

MobileHub პასუხისმგებლობას იღებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების საიდუმლოებასა და უსაფრთხოებაზე.

 

მომხმარებლის შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციას MobileHub ინახავს კანონმდებლობით და წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისათვის საჭირო ვადით.

უსაფრთხოება

MobileHub-ისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის მიერ მიწოდებული კონფიდენციალური ხასიათის ინფორმაციის დაცვა. მომხმარებლის პირადი პროფილი ხელმისაწვდომია მხოლოდ მის მიერ შერჩეული მომხმარებლის სახელისა და ფასვორდის საშუალებით. გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია არ გაანდოთ მესამე პირებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვიხსნით სრულ პასუხისმგებლობას.

 

ცვლილებები და დამატებები

შესაძლებელია წინამდებარე დოკუმენტში განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები. ცვლილებების ან დამატებების შეტანის შემთხვევაში მომხმარებელი მიიღებს პირად შეტყობინებას ან გამოქვეყნდება ვებგვერდზე.

დაბრუნების პოლიტიკა

 

დაბრუნების ინიცირება შეგიძლიათ პროდუქტის ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ თქვენ კარგავთ დაბრუნების უფლებას.

 

პროდუქტის დაბრუნებისას აუცილებელია პროდუქტს თან ახლდეს კომპანიის მხრიდან თქვენთვის პროდუქტის ჩაბარების დროს გადმოცემული/თანდართული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ბარათი, ტექნიკური პასპორტი, პროდუქტზე თანმხლები სხვა დოკუმენტები, პროდუქტის ყუთი და სხვ.).

 

თუ პროდუქტს ან/და პროდუქტის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, კომპანია უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა/უნაკლოობა და შესაბამისად, დაბრუნების პროცედურა შეაჩეროს მოკვლევითი და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებამდე, რაც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 14 სამუშაო დღისა. პროდუქტის მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლოა დაგიბრუნდეთ გადახდილი თანხის ნაწილი წინამდებარე პოლიტიკის მიხედვით.

 

როდესაც პროდუქტი არ შეესაბამება თქვენს შეკვეთას

 

  • პირველ რიგში დაუკავშირდით მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს;.
  • კომპანია პროდუქტის დაბრუნებას (ტრანსპორტირებას) თავისი რესურსით უზრუნველყოფს მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
  • პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან პლატფორმაზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;
  • პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;
  • პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;

პროდუქტის დაბრუნებაზე უარის თქმის შედეგები

  • თუ პროდუქტი ან/და პროდუქტის თანმხლები ნაწილები/დოკუმენტები არის გამოყენებული/დაზიანებული, აღენიშნება ცვლილება ან/და შენარჩუნებული არ აქვს სარეალიზაციო იერსახე, კომპანია უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა/უნაკლოობა. შემოწმების პროცედურის გავლის შემდეგ თუ დადგინდება პროდუქტზე ზემოაღნიშნული ცვლილებები/ნაკლი, კომპანია უფლებას იტოვებს არ დაიბრუნოს პროდუქტი. 
  • თუ ლოჯისტიკურ ცენტრში მიტანილ პროდუქტს ან/და პროდუქტის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ აშკარა ნაკლი/ცვლილება, რომელიც გამოწვეული არის მომხმარებლის ზემოქმედებით და არ საჭიროებს დამატებით შემოწმებას, კომპანია იტოვებს უფლებას მომხმარებელს ადგილზევე აცნობოს გადაწყვეტილება და უარი თქვას პროდუქტის დაბრუნებაზე/ჩაბარებაზე.

მარაგის ამოწურვის შემთხვევაში თანხის დაბრუნების პოლიტიკა 

 

ონლაინ ნივთის შეძენისას მარაგის ამოწურვის შემთხვევაში, MobileHub სრულად აანაზღაურებს თქვენს მიერ ონლაინ ტრანზაქციით გადახდილ თანხას, თანხის დაბრუნება მოხდება მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში, ყველა წესის დაცვით.

 

გადახდის მეთოდები

MobileHub-ს ფილიალში ნივთის შეძენისას ღირებულება შეგიძლიათ გადაიხადოთ შემდეგი მეთოდებით:

  • ნაღდი ანგარიშსწორებით;
  • საბანკო ტერმინალით;
  • საბანკო გადარიცხვით;

mobileparts.ge -ზე ნივთის ონლაინ შეძენისას შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით:

  • გადახდა ონლაინ Visa / MasterCard – ბარათით;
  • საბანკო გადარიცხვით;

უახლოეს მომავალში გექნებათ შესაძლებლობა ისარგებლოთ ონლაინ განვადებით.